საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან
თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ალი ქაან ორბაისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვის საკითხსაც.





ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.