საქართველოს დელეგაციამ კონსტანცაში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიება რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 11 ქვეყნის 70-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.

საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო აკადემიის და სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.

ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შავი ზღვის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ხედვა და პრიორიტეტები წარუდგინა.

ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პორტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. კერძოდ, შავი ზღვის გავლით, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კონტექსტში, რუმინეთსა და საქართველოს შორის საზღვაო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს საზღვაო სფეროს პრიორიტეტების თაობაზე, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ქრისტინა რზგოევა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქ.კონსტანცას პორტის ადმინისტრაციის გენერალურ მენეჯერ მიჰაი ტეოდორესკუსთან, ქ.კონსტანცას საზღვაო აკადემიის რექტორ, ალეკო ტომასთან და რუმინეთის საზღვაო ადმინისტრაციის გენერალურ მენეჯერ, ალექსანდრე მაზეისთან.

საზღვაო ფორუმს ესწრებოდნენ ქ.კონსტანცას მერი, რეგიონის ხელმძღვანელი პირები, რუმინეთის მთავრობის ოფიციალური პირები, დიპლომატები და ბიზნეს გაერთიანებებისა და კომპანიების წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading