სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 20 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც სომხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 20 მარტის 00:30 საათიდან 21 მარტის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading