დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სრული დაფინანსებით, დმანისში 10-15 წლამდე მოზარდებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 4-თვიანი სასწავლო კურსი, STEAM მიმართულებით და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და Pascal STEAM Community აცხადებს კონკურსს, რომელიც გულისხმობს 30 მოსწავლის მიღებას რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით.
მოსწავლეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლა და გადაეცემათ კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკა და მოწყობილობები.
გაკვეთილები ორი, თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შედგება.
მოსწავლეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, კონკრეტული მახასიათებლებისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ქმნიან, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ, 2 საათი.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები ისწავლიან:
.ლეგო;
.რობოტები და მათი მრავალსახეობები;
.რობოტების მუშაობის პრინციპები;
.მარტივი მექანიზმები და მოწყობილობები;
.სენსორები, პლატები, დრაივერები;
.ელექტრო ინჟინერიის საფუძვლები;
.ელექტრული სქემების შექმნა;
.კოდირება;
.სიმულატორები;
.mBlock პროგრამები mBot რობოტებისათვის
.მიკროკონტროლერი Arduino;
.დაპროგრამება და პროგრამირების ენები;
.3D დიზაინი და ვიდეო ედითინგი.
დარეგისტრირება შეუძლიათ 10-15 წლამდე ასაკის, დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოზარდებს.
მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ ლინკზე მითითებული ფორმა: https://forms.gle/KeFsLaEax1eSQmpH8
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall
