საქართველოს და ალბანეთის პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და ევროკავშირში წევრობის პროცესები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჯორიდა ტაბაკუს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დაგეგმილ რეფორმებზე.


შეხვედრაზე, ლევან მახაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ალბანეთის მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

საუბარი აგრეთვე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ შესაძლებლობებს, ნატო-სა და საერთაშორისო მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობას. ალბანეთის მხარემ გამოხატა საქართველოს რეფორმების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების სურვილი.


მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიების გამართვაზე, მათ შორის, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ალბანეთში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების 21-ე კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading