ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ესპანელი მოჰამედ მოტაგინია ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ტურნირზე მან პირველი შეხვედრა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აჰმედ უსმანოვთან დათმო, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა და უკრაინელი ვასილ მიხაილოვი დაამარცხა.

მიმდინარე ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading