გივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია

ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. მან ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მაგომედ ყურბანოვი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში კი უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო, ტურნირი მესამე ადგილზე აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ(79 კგ) დაასრულეს.

გივი მაჭარაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading