საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში, ნოდარ ბოკერიამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც თავისი მანდატის (2024-2025 წლები) ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრა

ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი ნინო კოვზირიძე და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ბააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საგრანტო კონკურსის – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ – მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ნოდარ ბოკერიას გაწეული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ერთწლიანი მანდატი 2024 წელს ჩაიბარა. აღნიშნულ პერიოდში ნოდარ ბოკერია რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავდა და მათ თავის გამოცდილებას უზიარებდა. შეხვედრების ძირითადი სამუშაო თემა – ,,ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში”.

ინფორმაციისთვის: ნოდარ ბოკერია ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის -,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ – გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი ნაწილია პროგრამისა „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ.

ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading