რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის ფლობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს.
ბრალდება ეხება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული მასალა პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა საკუთარ პერსონალურ კომპიუტერში.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის გათვალისწინებული და ის 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება.