სომხეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართვლოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და შემოტანაში იყო ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლით.