სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეუფარდა.ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადა 8 მაისს ამოეწურა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading