14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება!

თამარ მეფე პირველი ქალი მონარქი და დავით აღმაშენებლის ღირსეული მემკვიდრეა. მისი ტიტული – მეფე და არა, დედოფალი – მსოფლიო ისტორიაში იშვიათი გამონაკლისია. თამარის მეფობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში „ოქროს ხანის“ სახელითაა შესული. საქართველო რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომლის მოსახლეობაც 12 მილიონს შეადგენდა. მეფე თამარი სახეა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე გადაჭიმული ძლიერი საქართველოსი.

2021 წელს სებ-მა თამარ მეფის საკოლექციო მონეტები გამოუშვა. 50-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს კი სწორედ მეფე თამარია გამოსახული, ასევე – XII-XIII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია.

14 მაისს საქართველოში #თამარობა აღინიშნება!

14 მაისს საქართველოში #თამარობა აღინიშნება!

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading