საგურამოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული მ.ლ., 1995 წელს დაბადებული დ.დ. და 2001 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დანაშაული კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.