საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2025 წლის 2 მაისს,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მალიკ მურზალინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. 
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების მოცულობის ზრდის შესაძლებლობებს, ასევე ტურისტული ნაკადების დადებით დინამიკას, თანამშრომლობას სატრანსპორტო-ლოგისტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული  მიმართულებით, აგრეთვე მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading