საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი შესრულდა. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, 25 თებერვალს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
საბჭოთა ოკუპაციის დღედ 25 თებერვალი საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოცხადდა.