რუსთავში 4 ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო
რუსთავში ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩებზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რომელიც 33 197 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციას მოიცავს.
სამუშაოების მიმდინარეობას მერი ნინო ლაცაბიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება სამფენიანი ასფალტი, მოეწყობა ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა და ახალი გარე განათება.
ღირებულება 5 834 439 ლარს შეადგენს და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.