ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები, რომლის საფუძველზეც, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები შეირჩა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის ექვსი მუნიციპალიტეტისათვის, გამოყოფილია 4 760 000 ლარი, რომლითაც მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.

ქვემო ქართლის მხარე

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading