,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

აღნიშნულ დასახლებებში, მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო. საჭიროების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერია, პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading