ახალციხეში სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი აღკვეთეს
ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს – 1979 წელს დაბადებული გ.ც. და 1979 წელს დაბადებული ა.ბ., რომელიც თაღლითობისთვის იყო ძებნილი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონო გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე.
ინფორმაციას გავრცელებს სასაზღვრო პოლიცია.