პენიტენციურ დაწესებულებებში 30-ზე მეტი მსჯავრდებული პროფესიულ კურსებზე გადამზადდა
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით და კოლეჯ ,,მოდუსის” მხარდაჭერით, N5 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში მოკლევადიანი კურსები განხორციელდა. 30-ზე მეტმა მსჯავრდებულმა გადამზადება სტილისტის, დეკორატიული მცენარეების მოვლა/გამრავლებისა და ქართულენოვანი ტურისტული მეგზურის მიმართულებებით გაიარა. კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. ცენტრი სამინისტროს კოლეჯებთან თანამშრომლობით მომავალშიც გააგრძელებს პროფესიული პროგრამების განხორციელებას, რაც მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და მომავალ დასაქმებას უწყობს ხელს.