რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამფეტამინის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – „ამფეტამინის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს. დააკავეს.

🔍 სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 185 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია:

  • ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები
  • ელექტრონული სასწორი
  • წებოვანი ლენტები
  • პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები

⚖ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

📌 დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading