თბილისის აეროპორტში 2004 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 2004 წლიდან ძებნილი, 1987 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

დაკავებული სამართალდამცავების მიერ იძებნებოდა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით.

📍 ი.ა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა სხვის სახელზე გაცემული პასპორტით საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

🛑 ის უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
ℹ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading