რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამფეტამინის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – „ამფეტამინის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაშია ბრალდებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინაში და პირად ჩხრეკისას ამოიღეს 185 შეფუთვად დაფასოებული ამფეტამინი, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების დაფასოებისთვის საჭირო მასალები – ელექტრონული სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

➡️ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading