რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

კომისიამ, თავმჯდომარის ნინო სულაძის ხელმძღვანელობით, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისა და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ იმსჯელა.

როგორც მომხსენებელმა – მერის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ გია ანთაურმა განაცხადა, წარმოდგენილი პროექტით მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისთვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით უცვლელია და ტარიფები შემდეგი სახით არის განსაზღვრული: ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა – 25.2 ლარი, მეორე ქვეზონა – 24.36 ლარი, შუალედური ზონა – 16,8 ლარი, ხოლო პერიფერიულ ზონაში: პირველი ქვეზონა – 15,96 ლარი, მეორე ქვეზონა – 15,12 ლარი.

კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების საკითხებზე, რომელიც მოიცავს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე არსებული ობიექტების პრივატიზებას.

კომისიამ განიხილა მოქალაქეთათვის პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარღვეული ვადის განსაზღვრისა და ასევე ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელებული ობიექტების მშენებლობების დასრულების გამო, პირობით გამოცხადებულ აუქციონებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემის საკითხები.

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრული ყველა საკითხი დადებითი რეკომენდაციით, პროცედურის თანახმად, საკრებულოს ბიუროს გადასცა.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღიათ ფრაქციების „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading