დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი თვეა მართავს
ღონისძიებებს უკვე უმასპინძლა ბათუმმა, ფოთმა, ზუგდიდმა, ქუთაისმა, საჩხერემ, მცხეთამ, თელავმა და ახალციხემ.
პროექტის ფარგლებში, უნარების სააგენტომ და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებმა ახალციხის N1 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების სტუდენტებს ,,კარიერის განვითარების მასტერკლასი’’ ჩაუტარეს.
ახალგაზრდებს მშობლებთან ერთად მიაწოდეს ინფორმაციას მათზე მორგებული დასაქმების სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
ამ ეტაპზე, ინტეგრირებული პროგრამა საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში ხორციელდება, პროგრამაში ჩართული სტუდენტები სკოლის ბაზაზე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად პროფესიულ განათლებას ეუფლებიან და სწავლის დასრულების შემდეგ, სკოლის ატესტატთან ერთად პროფესიის დამადასტურებელ დიპლომს მიიღებენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო




