რთველი 2025 – ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში განთავსებული საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283 – მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია და დაფიქსირონ პრობლემები. დამატებით, ინფორმაცია ხელმისაწვდომია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას თქმით, სახელმწიფოს მიზანია მევენახე ფერმერების მხარდაჭერა და მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაცია:
„დამატებითი ცხელი ხაზი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. ის მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების შეკითხვებსა და პრობლემებზე მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. დადგენილი ფასებია:

  • საფერავი (კახეთის რეგიონში მოწეული) – 1.50 ლარი;
  • სხვა საღვინე ჯიშები (კანონის ფარგლებში ნებადართული) – 1.20 ლარი;
  • არაკონდიციური ყურძენი (შაქრიანობა ≤18%) – 1.00 ლარი;
  • დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1.00 ლარი.

📌 რთველის საკოორდინაციო შტაბი რთველის დაწყებისთანავე დაიწყებს ოპერირებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading