რა ხდება ცნობილი ხელვაჩაურში დაღუპულ და-ძმაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის, დარია და ტარიელ ფარტენაძეების ცხედრები საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

ადგილობრივების მონათხრობით, ტარიელ ფარტენაძე საღამოს საათებში სახლიდან გავიდა და გზაზე შეუძლოდ გახდა, რის შედეგადაც სიცივეში გაიყინა. მისი და, დარია ფარტენაძე, ძმის ძებნისას შემთხვევით წყალში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

🔹 მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading