ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, ილია ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილული იყო რეგიონის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით არის დაგეგმილი.

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის ანალიზი, განხილულ იქნა მიმდინარე გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საჭიროებები. მხარეებმა ერთობლივად იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის ეფექტურ გზებზე და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილეები ნიკა კობახიძე და ავთანდილ ჭრიკიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading