გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – თამარ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

განხილული საკითხები შეეხებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოებას, ასევე ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის 2025 წლის წლიური ანგარიშის განხილვას.

კომისიის სხდომაზე მხარდაჭერა მიიღო მუნიციპალიტეტის სპორტული სფეროს განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართულმა ინიციატივებმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading