დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა – მომღერალი 42 წლის გახდებოდა

დღეს მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა. ის 42 წლის გახდებოდა. თარიღს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, პოეტი გელა დაიაური ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა. ავარიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

ტრაგედიას შეეწირნენ თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი, ასევე მისი და – ავტომობილის მძღოლი ბერდია არაბული, მისი მეუღლე და მათი შვილი. შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩნენ გელა დაიაური, მისი ცოლისძმა და გელას დეიდაშვილი თეონა ჭინჭარაული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading