დმანისის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე – 1983 წელს დაბადებული ე.ა.
ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა. ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.