ქვემო ქართლში წყალმომარაგების პრობლემებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორ გიორგი შონიასთან და კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული წყალმომარაგების პრობლემები და მათი გადაჭრის კონკრეტული გზები. ყურადღება გამახვილდა იმ მიმდინარე სამუშაოებზე, რომლებიც სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მუნიციპალიტეტებში არსებული ხარვეზები მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრება.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ნიკა კობახიძე და მუნიციპალიტეტების მერები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading