ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებით დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნდა. გამორჩეული შედეგით ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს ჭიდაობის არენაზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად ტარებას აგრძელებენ.

ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა მოჭიდავეებმა 135 ქულა მოაგროვეს და 7 მედლის მფლობელები გახდნენ — 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს.

ჩემპიონები გახდნენ:

  • ალექსანდრე რუსიტაშვილი (72 კგ)
  • ანრი ფუტკარაძე (77 კგ)
  • ლუკა კოჩალიძე (87 კგ)

ბრინჯაოს მედლების მფლობელები:

  • კობა ქარუმიძე (55 კგ)
  • ვახტანგ ლოლუა (60 კგ)
  • ანრი ხოზრევანიძე (67 კგ)
  • საბა ფურცელაძე (130 კგ)

ქართული ჭიდაობის წარმატებული ტრადიცია გრძელდება და ახალგაზრდა სპორტსმენები ახალ გამარჯვებებს უმატებენ ჩვენი ქვეყნის სპორტულ ისტორიას.

Regionnews ულოცავს ჩვენს ჩემპიონებს და წარმატებას!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading