ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 63-ე რაუნდი დაიწყება

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაშია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი

„გაიმართა წინასწარი შეხვედრები, საქართველოს დელეგაცია შეხვდა თანათავმჯდომარეებს და განხილული იყო შეხვედრის დღის წესრიგი. ძირითად თემებს შორის, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს. იქნება პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ის რთული უსაფრთხოების ფონი, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, მთელი რიგი განვითარებები, რომლებსაც ბოლო პერიოდში, წინა რაუნდის შემდგომ ჰქონდა ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე ჯგუფის ფარგლებში იქნება მსჯელობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც გამახვილდება ყურადღება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading