პრემიერი „ბი-ბი-სის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებების მიღებას აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩება.
პრემიერის თქმით, გამოძიების პარალელურად, საქართველო გეგმავს მიმართოს როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულების ორგანოებს, რათა „ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების სახელით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
კობახიძის განმარტებით, ეს ნაბიჯები პრინციპულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოზიციის დასაცავად და საზოგადოების სწორად ინფორმირებისთვის.