ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ჰარვარდის კლუბში, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.


მიღებაზე მიწვეული იყვნენ ნიუ-იორკში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.


ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading