,,რომის ახალ პაპთან მოხერხდა პირადი შეხვედრა. დატოვა ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება, საუბარი ბოლოს ფეხბურთზე დავამთავრეთ, იმდენად უშუალო იყო ჩვენი დიალოგი”-მიხეილ ყაველაშვილი
„ლეონ მე-14 -ის ინტრონიზაციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფალი ესწრებოდა. სასიხარულოა, რომ საქართველოც იყო ამ პროცესში ჩართული და ცერემონიის შემდეგ საშუალება გვქონდა მიგველოცა ახალი პაპისთვის არჩევა ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მოხერხდა პირადი შეხვედრა. დატოვა ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება. საუბარი ბოლოს ფეხბურთზე დავამთავრეთ, იმდენად უშუალო იყო ჩვენი დიალოგი.

გზავნილი მქონდა ჩვენი უწმინდესისგან – მან მიულოცა და პირადად გადავეცი. გავუზიარე ურთიერთობები საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის. ვესაუბრე 30-წლიანი პროცესზე და დავპატიჟე საქართველოში. მისი მხრიდანა მთავარი აქცენტი იყო მოყვასის სიყვარულზე და ადამიანის ღირსების დაფასებაზე“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.