სახელმწიფო აიღებს კონტროლს ნარკოტიკული მედიკამენტებისა და ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ნარკოტიკული საშუალებებისა და ჩანაცვლებითი თერაპიის მართვის წესებს.

კანონპროექტის მიზანია, ნარკოტიკული საშუალებების იმპორტი, საბითუმო რეალიზაცია და ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებს დაევალოს.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყანაში არსებული 15 000-მდე ბენეფიციარის საჭიროებებს, რომლებსაც ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო და კერძო პროგრამები ემსახურება.

კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ ცვლილება ორი მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს პოლიტიკას —

  1. ნარკორეალიზატორებისა და გამავრცელებლების მიმართ პოლიტიკის გამკაცრება
  2. ნარკოდამოკიდებული ბენეფიციარების სახელმწიფო ზრუნვისა და მხარდაჭერის გაფართოება

მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც ხაზი გაუსვა, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის მიზანი — დამოკიდებული ადამიანების მხარდაჭერა — არ უნდა იქცეს ბოროტად გამოყენების იარაღად – „არ შეიძლება კეთილშობილური იდეა გამოყენებული იქნას არაკეთილშობილური მიზნებისთვის.“

ცვლილებების პაკეტი, რომელიც ასევე ეხება სახელმწიფო შესყიდვებს, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading