დასაქმების ახალი შესაძლებლობა გარდაბანში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით – დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) წარმომადგენლები მერიის შეხვედრების დარბაზში, 2 ივლისს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას.
შეხვედრის მიზანია ტექნიკურ მიმართულებებზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევა და დასაქმება.
ღონისძიების ფარგლებში, კანდიდატებს მიეცემათ შესაძლებლობა:
მიიღონ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომ ვაკანსიებზე;
პირადად გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს;
დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები.
ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N 127
