თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე: ისრაელის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული მ.კ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ო.გ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading