ისტორიაში პირველად — საქართველო 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

2024 წელს ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, საქართველო უმასპინძლებს 19 წლამდე ასაკის გოგონათა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს.
ტურნირი გაიმართება თელავში, 12-დან 20 ივლისის ჩათვლით, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ეს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა არა მხოლოდ საქართველოს ხელბურთის ისტორიაშია გამორჩეული, არამედ რეგიონული განვითარებისა და საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების თვალსაზრისითაც ახალ ეტაპს ნიშნავს.

ტურნირში 10 ქვეყანა იასპარეზებს

ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 10 ეროვნული გუნდი:
საქართველო, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი და უკრაინა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading