ნიკა გვარამიას მიმართ — გირაო გადაუხდელობის გამო პატიმრობით შეიცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას, 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიუსაჯა.
სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ ის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვალდებულებით გათავისუფლებული იყო, თუმცა თანხა კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, გირაო პატიმრობით შეიცვალა.
განაჩენის გამოცხადებას ნიკა გვარამია არ დაესწრო, ასევე არ გამოუყენებია საბოლოო სიტყვის უფლება.
საქმე, რომელზეც განაჩენი გამოტანილი იქნა, უკავშირდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნებზე პასუხის გაცემის ვალდებულების დარღვევას, რაც სასამართლომ როგორც სამართლებრივი დაუმორჩილებლობა, ისე კანონის უგულებელყოფა შეაფასა.