მცხეთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონის“ შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ც.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – „მეთადონის“ – უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
🔍 სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისა და სხვადასხვა ლოკაციის დათვალიერებისას 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
📌 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 260-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.