ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყო
პირველი პირდაპირი რეისი დღეს ფორლიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ შესრულდა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.