შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გამოძიება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე დაიწყო. მათი მტკიცებით, ბანერების დაზიანებაში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მონაწილეობდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ექსპერტიზა დაადგენს ზარალის ზუსტ ოდენობას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც ამ საფუძველზე განხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading