თბილისის აეროპორტში 19 კგ-ზე მეტი მარიხუანით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 19 კილო და 400 გრამი მარიხუანა უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მისი ბარგის დათვალიერებისას, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ი.ს.-ს ბრალად ედება:

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე

დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading