მუნიციპალური შენობის სრული რეაბილიტაცია მანგლისში – პროექტი დეკემბერში დასრულდება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროს გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, დაბა მანგლისში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.


სამუშაოების ღირებულება 706 000 ლარს შეადგენს და პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
