პრეზიდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს ღონისძიებას დაესწრო

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პრეზიდენტმა სამსახურის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყების წარმატებული საქმიანობა კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების აღკვეთის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

