აბიტურიენტებისთვის გამოცდების პირველადი შედეგები ისტორია; მათემატიკა; გეოგრაფია; ზოგადი უნარები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების სანახავად აბიტურიენტებმა უნდა ეწვიონ ვებგვერდს online.naec.ge, სადაც შესაბამის ველში უნდა შეიყვანონ პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე შესაძლებელია როგორც ნაშრომის, ისე პირველადი ქულების ნახვა.

საგნობრივი მაქსიმალური და მინიმალური გამსვლელი ქულებია შემდეგი:

  • ისტორია: მაქსიმუმ 60 ქულა, მინიმალური გამსვლელი ზღვარი – 15-ზე მეტი;
  • მათემატიკა: მაქსიმუმ 51 ქულა, მინიმუმ – 10.2-ზე მეტი;
  • გეოგრაფია: მაქსიმუმ 59 ქულა, მინიმუმ – 15 ქულა;
  • ზოგადი უნარები: მაქსიმუმ 80 ქულა, მინიმუმ – 25 ქულა.

ცენტრის განმარტებით, იმ აბიტურიენტებსაც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალურ ზღვარზე ოდნავ ნაკლებია, ზღვრის გადალახვის შანსი აქვთ ქულების გათანაბრების პროცესის შემდეგ. საბოლოო შეფასება სწორედ ამ გათანაბრებული ქულის მიხედვით განისაზღვრება.

ცენტრი ეტაპობრივად განაგრძობს შედეგების გამოქვეყნებას სხვა საგნებზეც, ნაშრომების გასწორების დასრულების შესაბამისად.

საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading