მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღნიშნავს

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს.

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. ის ღრმა სულიერებით, მტკიცე რწმენითა და კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გამოდგომით არის ცნობილი. საეკლესიო გადმოცემით, იგი ცეცხლოვანი ეტლით ზეცაში იქნა აღტაცებული და მეორედ მოსვლის წინ კვლავ მოევლინება სამყაროს.

ილია ჭავჭავაძე კი, რომლის ღვაწლიც დიდია როგორც საეკლესიო, ისე ეროვნული თვალსაზრისით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1987 წელს წმინდანად შერაცხა. წმინდა სინოდმა მას ერისთვის გაწეული უანგარო სამსახურისთვის „წმინდა ილია მართალი“ უწოდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading